სატესტო რეჟიმი
ვარძია
ვარძია

ვარძია

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. ვარძია მდებარეობს თბილისიდან სამას კილომეტრზე, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონში. გამოქვაბული მონასტერი გამოკვეთილია XII საუკუნის მეორე ნახევარში. ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი ანსამბლი განლაგებულია ზღვის დონიდან 1 300 მეტრის სიმაღლეზე. კომპლექსის საერთო ფართობი 40 000 კვ.მ. შეადგენს.