სატესტო რეჟიმი
ტვიში

ტვიში

ტვიში

ტვიში არის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი საქართველოში, მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 400 მეტრზე, ქუთაისიდან დაშორებულია 47 კმ-ით, ცაგერიდან 33კმ-ით. 2014 წლის აღწერით ტვიშში 205 მაცხოვრებელია. რაც  137 კაცით ნაკლებია 2002 წლის აღწერასთან შედარებით.

სოფლის თავზე დაჰყურებს ანტიკურ-მითოლოგიური ხვამლის მთა, რომელსაც უამრავი ლეგენდა უკავშირდება. სოფელში და მის მახლობლად უხვადაა გამოქვაბულები, მღვიმეები, ღელეები (პატარა მდინარე, ნაკადული) , ჩანჩქერები და საბანაო გასაგრილებელი ადგილები. 

სოფელში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ტვიში”, რომელიც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინოა.

this page is currently under construction
this page is currently under construction