სატესტო რეჟიმი

თუშეთის დაცული ტერიტორიები

თუშეთის დაცული ტერიტორიები

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს და ეროვნულ პარკს მართავს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, რომელიც მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვემო ალვანში, ხოლო, საზაფხულო ადმინისტრაცია - თუშეთში, სოფ. ომალოში. 

ეროვნულ პარკში მდებარეობს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა, სადაც ასევე განთავსებულია სასტუმრო ნომრები, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფები.

ადმინისტრაციაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაგეგმონ სხვადახვა სახის ტურები და მიიღონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ. ასევე შესაძლებელია გიდის, ცხენის ან ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების უდიდეს ნაწილს მოიცავს. 

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: გიორგი ბაკურიძე ტელ: 577101892
ელ-ფოსტა: gio.bakuridze@gmail.com 

სოფო რაინაული, ტელ: 577101891;
ელ. ფოსტა: soporainauli@gmail.com

თუშეთის დაცული ტერიტორიების 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე  და ნიამორებზე დაკვირვების ტურები. 

this page is currently under construction
this page is currently under construction