სატესტო რეჟიმი
ციხისძირი

ციხისძირი

ციხისძირი

დაშორება ბათუმიდან: 17 კმ
ვიზიტისთვის საუკეთესო დრო:  გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17 კმ-ის დაშორებით. ის გაშენებულია ზღვის დონიდან 60-90 მ-ის სიმაღლეზე.
ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს. აქ ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფრო თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში.
ციხისძირის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ის დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქია ხელსაყრელი სამხედრო და ეკონომიკური მდებარეობის გამო. აქ, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენა, რომელსაც პეტრა ეწოდებოდა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ვიწრო ზღვისპირა გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიასთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.
ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზე, მის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში, განლაგებულია დასასვენებელი სახლები, რესტორნები და კაფე-ბარები. პლიაჟები კეთილმოწყობილია, ხოლო ზღვაზე ფუნქციონირებს სასეირნო სატრანსპორტო საშუალებებიც.

წყარო http://gobatumi.com

this page is currently under construction
this page is currently under construction