სატესტო რეჟიმი
თრუსოს ტრავერტინები

თრუსოს ტრავერტინები

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თრუსოს ხეობა, მდ. თერგის მარჯვენა ნაპირი, ცენტრალური საავტომობილი გზის პირას, სოფ. ქეთერისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2093 მეტრი ზღვის დონიდან. მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფ. ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ; სოფ. კობი - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 12,8 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ; დაბა სტეფანწმინდა - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 29,5 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 20 წთ;