სატესტო რეჟიმი
სვანეთი

სვანეთი

სვანეთი

სვანეთი  — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.
მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით — ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით —აფხაზეთი, ჩრდილოეთით — ყარაჩაი და ბალყარეთი. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ), აილამა (4 525 მ), ლალვერი, ლაცგა და სხვა.

იყოფა ზემო (მდინარეების ენგურის ზემოწელი) და ქვემო სვანეთად ( ცხენისწყლის ზემოწელი). მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატპარის ზეკარით (უღელტეხილით). ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე.

მუნიციპალიტეტი
  • მესტიის მუნიციპალიტეტი
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი
this page is currently under construction
this page is currently under construction