სატესტო რეჟიმი
შიდა ქართლი

შიდა ქართლი

შიდა ქართლი

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარე აერთიანებს 7 მუნიციპალიტეტს, ესენია:

  1. გორის მუნიციპალიტეტი

  2. კასპის მუნიციპალიტეტი

  3. ქარელის მუნიციპალიტეტი

  4. ხაშურის მუნიციპალიტეტი

  5. ერედვის მუნიციპალიტეტი

  6. ქურთის მუნიციპალიტეტი

  7. თიღვის მუნიციპალიტეტი

  ტერიტორიის ფართობი  შეადგენს 5770 კვ.კმ-ს  ხოლო მოსახლეობა 464 ათასი კაცია.  შიდა ქართლის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში  ლანდშფტი რბილი და თანაბარია _ ნაფენი ვაკეებით, ტერასირებული ხეობებით და ბორცვებით შედგენილი. აბსოლიტური სიმაღლეები 1200-1500 მეტრს არ ცდება,  შიდა ქართლის ფარგლებში  კავკასიონის მთავარი ქედიც შედარებით “ დაწეულია” და ზედა ზედა ზღვარი 4000მეტრია. შიდა ქართლის მთავარი მდინარე  მტკვარი, მის სამხრეთით მდებარე მიწებს გაღმა მხარს უწოდებენ , იქ ჩამოედინებიან მდინარეები : ძამა, ტანა ,თეძამი , კავთურა  და შესართავებთან მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით გაშლილ ვრცელ ველებს აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა , ქსანი და მათი შენაკადები სერავენ შიდა ქართლის ჰავა გამიჯნულია  საქართველოს ჰავას ლიხის ქედით, აქ კლიმატი მშრალი და კონტინენტურია, თუმცა მთების მაღალ კალთებს  მაინც წვდება ნოტიო ზღვაური ჰავა. რეგიონის ცენტრალურ ნაწილშ ი წვიმები იშვიათად აღწევს და ნალექის წლიური რაოდენობა 400-500მმ-ა.  შიდა ქართლის საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში +12_13ცელსიუსია  რეგიონის ამღლებულ კიდეებზე + 9_10, უცივესი თვის საშუალო ტემპერატურა +1 _  -3 გრადუსი ცელსიუსია.  შიდა ქართლის ბუნება თითქოს საგანგებოდ არის შექმნილი  მაღლმოსავლიანი სოპფლის მეურნეობისათვის  ოღონდ  ჭირნახული მოსაყვანად ხელოვნური სარწყავებია გაყვანილი.  შიდა ქართლში მიზდევენ მეხილეობას, მებოსტნეობას და მესაქონლეობას.  ამ რეგიონის ხილი საქვეყნოდაა განთქმული. შიდა ქართლის ღირსშესანიშნაობები: ატემის სიონი, ყინვისი, სამტავისი, უყფლისციხე, რკონი, ურბნისი , რუისი,  ქვათახევი, გორისციხე,  სურამის ციხე ,  წრომის ტაძარი, სხვილოს ციხო დარბაზის კომპლექსი,იკორთა,  ხცისი იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სტალინის სახლ-მუზეუმი. ბუნების ძეგლები: ერწოს ტბა ჯავის რაიონშია ზღვის დონიდან 1710 მეტრზე იგი  ოთხ კასტრულ ძაბრშია ჩაგუბებული.  კურორტები: დაბა სურამი, განთქმული სამთო კლიმატური კურორტია  და განსაკუთრებით პოპულარულია სასუნთქი გზების პრობლემების დროს, კურორტი ჯავა ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია, აქ მოედინება მინერალური წყალი “ძაუ”.  კურორტი გორიჯვარი განთქმულია მინერალური წყლის აბაზანებით.

მუნიციპალიტეტი
  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • ერედვის მუნიციპალიტეტი
  • ქურთის მუნიციპალიტეტი
  • თიღვის მუნიციპალიტეტი
this page is currently under construction
this page is currently under construction