სატესტო რეჟიმი

უცხოელს რომელსაც სურს საქართველოში შემოსვლა ზოგად შემთხვევაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა). თუმცა არსებობენ გარკვეული კატეგორიის უცხოელები რომლებიც შემოდიან, იმყოფებიან ან ტრანზიტით გადიან საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შედარებით ლიბერალურია რაც მსოფლიოს 98 ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის შესაძლებლობას, გარდა ამისა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი (50 ქვეყანა) რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით, იხილეთ სავიზო ვალდებულებისგან განთავისუფლების სხვა გარემოებები.

გაიგეთ გესაჭიროებათ თუ არა ვიზა?

საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების მისამართების სანახავად მიყევით ბმულს https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularOfficesMap

ვრცელი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge.

იხილეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 (ერთი) წლის  ვადით  ყოფნის უფლება (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)

- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
- ავსტრალია
- აზერბაიჯანი
- ალბანეთი
- ანდორა
- ანტიგუა და ბარბუდა
- არგენტინა
- ახალი ზელანდია
- ბარბადოსი
- ბაჰამა
- ბაჰრეინი
- ბელარუსი
- ბელიზი
- ამერიკის შეერთებული შტატები
- იორდანია
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბოტსვანა
- ბრაზილია
- ბრუნეი-დარუსალამი
- მოლდოვა
- იაპონია
- დანიის ტერიტორიები
- დომინიკი
- ეკვადორი
- ელ-სალვადორი
- თურქეთი
- თურქმენეთი
- ირანი (45 დღე)
- ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიები
- ბრიტანეთის დამოკიდებული ტერიტორიები
- ისლანდია
- ისრაელი
- კანადა
- კატარი
- კოლუმბია
- კოსტა-რიკა
- კორეის რესპუბლიკა
- ლიბანი
- ლიხტენშტაინი
- მავრიკი
- მალაიზია
- მექსიკა
- მონაკო
- მონტენეგრო
- ჰონდურასი
- ნორვეგია
- ომანი
- პანამა
- რუსეთი
- საფრანგეთის ტერიტორიები
- სან-მარინო
- საუდის არაბეთი
- სამხრეთ აფრიკა
- სერბეთი
- სეიშელი
- სენტ-ვინსენტი და გრენადინები
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- სინგაპური
- სომხეთი
- ტაილანდი
- ტაჯიკეთი
- უზბეკეთი
- უკრაინა
- ურუგვაი (90 დღე)
- ქუვეითი
- ყაზახეთი
- ყირგიზეთი
- შვეიცარია
- ჩილე (90/180 დღე)
- წმინდა საყდარი
- ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები