სატესტო რეჟიმი

      საქართველო უდიდესი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე პატარა ქვეყანაა. იგი კავკასიონი ქედის სამრეთით, შავ ზღვასა და კასპიის ქღვას შორის, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ქვეყანას ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, სამხრეთით თურქეთი და სომხეთი აღმოსავლეთით აზრებაიჯანი. ქვეყნის ტერიოტორია მოიცავს 69.7 კვ.კმ-ს.  ხოლო მოსახლეობა შეადგენს 4.6 მილიონს. საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა კლიმატური სარტყელია წარმოდგენილი:

  •    სუბტროპიკული 
  •    ცივი მაღალი მთის
  •    ზომიერიერად ტენიანი
  •    ხმელთაშუაზღვის
  •    კონტინენტური

     დაბლობში ზახული ცხელია, ზამთარი კი ზომიერად ცივი. ქვეყნის დასათვალიერებლად ყველაზე კომფორტული პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, თუმცა მაღალმთიან ადგილებში სამოგზაუროდ ზაფხული საუკეთესო დროა.
     დროის ზონა  GTM + 4:00
    სახელმწიფო ენა - ენა და დამწერლობა არის ქართული. მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობას შორის  ქართული ანბანიც შედის.ძირითად გზებზე ყველა წარწერა და მინიშნება დატანილია, როგორც ქართული, ასევე ლათინური ასოებით.
    რელიგია  _  მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქრისტიანობა ქვეყანაში ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან გავრცელდა.  მეოთხე საუკუნიდან კი ოფიციალურად გახდა სახელმწიფო რელიგია. სხვა აღმსარებლობის ჯგუფებიდან საქართველოში ცხოვრობენ : კათოლიკე და გრიგორიანული ქრისტიანები, იუდაველები და მუსლუმანები, აგრეთვე სხვა რელიგიური სექტების წარმოადგენლები.
    სამგზავრო დოკუმენტები  _ საქართველოში ჩამომსვლელებს ვიზა არ ესაჭიროებათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების , აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის, ავსტრალიის, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ქუვეიტის სამხრეთ კორეის რესპუბლიკისა და ისრაელის მოქალაქეებს. საქართველოში ჩამოსასვლელად საჭიროა პასპორტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს ქვეყანაში შემოსვლიდან ექვსი თვის მანძილზე. ზოგიერთ შემთხვევაში ვიზა გაიცემა სამრეთ საზღვრის გადმოკვეთისას ან საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ.
    გადაადგილება ქვეყნის შიგნით  _ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით : ავტობუსებით, მიკროავტობუსებით, მატარებლით და ტაქსით. ზოგიერთი მაღალმთიანი რეგიონისა და პატარა სოფლის დათვალიერება შესაძლებელი მხოლოდ ორ ხიდიანი მანქანით.
    ვალუტა  _ საქართველოს ტერიტორიაზე  ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ლარში (GEL), როგორც ნაღდი ფულით ასევე პლასტიკური ბარათებით. მხოლოდ შორეულ სოფლებში არარის ეს სერვისი ხელმისაწვდომი.
    კომუნიკაცია  _ საქართველოში დასარეკად ქვეყნის +995, ხოლო თბილისის 32, თითქმის ყველა სასტუმროსა თუ საოჯახო სასტუმრო სახლს აქვს საერთაშორისო კავშირის სისტემები. მობილური კავშირი თითქმის მთელი ტერიტორია ფარავს, გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა.

  • სასწრაფო დახმარება - 113
  • პოლიცია - 112
  • სახანძრო სამაშველო - 111
  • საინფორმაციო სამსახური - 09

     წყალი  _ ონკანის წყალი სასმელად ვარგისია ქვეყნის უმეტეს ნაწილზე, ასევე ქვეყანა მდიდარია მინერალური და ნატურალური წყაროს წყლებითაც რომელის შეძენაც შეგიძლიათ ნებისმიერ მარკეტში.
    ქართული სამზარეულო  _  კულინარიის სტილი, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა საგრძნობი განსხვავებაა ქვენტის როგორ რეგიონების სამზარეულოებს შორი. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება . დასავლეთ საქართველოს სამზარეული კი თევზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების და ფხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქარტველო ღვინის სამშობლოა. აქ ვაზი თითქმის ყველგან ხარობს. ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ. მას გამომწვარი სპეაცილური ქვევრის თიხისგან ამზადებენ, იგი ხის უწყობს ღვინის დადუღებას, გამოლექვა-დაწმენდას და მუდმის ტემპერატურაზე  შენახვას. აძლევს და უნარჩუნებს სპეციფიკურ, არომატულ და სასიავნო გემოს.მთლიანად საქართველოს რეგიონი შესანიშნავია როგორც ზღვის ასევე მთა და ბარის სავენების მოყვარულთათვის. საქართველოს მაღალმთიანი ზოლი ძალიან საინტერესოა ფრინველბზე ( მათ შორის გადამფრენი) დაკვირვების და სათავგადასავვლო ტურიზმის მოყვარულთათვის.
   ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და საუეთესო სერვისი ყველა პირობას უქმნის სოფლად სასიამოვნო ოჯახური დასვენებისთვის.თანამედროვე ცივილიზაცისს ხმაურს გარიდებულ დამსვენებლებს ელის ხელუხლებელი ბუნება, ტრადიციული აგრომეურნეობები და თბილი ოჯახური ატმოსფერო. სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფის საუკუნოვან ტრადიციებს. აგრეთვე შეუძლიათ მიიირთვან ორგანული საკვებით  დამზადებული დახვეწილი ოჯახური კერძები.
     საქართველო ღვინის სამშობლოა აქ ვაზს  15მლნ.-მდე წლის, ხოლო კულტურულ მევენახეობას და მეღვინეობას  რვა ათას წლეულზე მეტი ხნის ისტორია აქვს, სიტყვა “ღვინო” ქართული ენიდან ფონეტიკური ტრანსფორმაციის სახით მსოფლიოს ხალხთა სხვა ენებშიც მოხვდა.  ქართველი კაცის კულტურასა და ყოფაში ვაზს და ღვინოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. იგი უხსოვარი დროიდან აშენებდა ვენახს და ხვეწდა სხვადასხვა ტიპის ღვინის დაყენების თვითმყოფად ტექნოლოგიას. შედეგად ვაზის ჯიშთა მდიდარი ასორტიმენტის და ღვინის დაყენების მრავალფეროვანი ტრადიციული ტექნოლოგიები წარმოიშვა და განვითარდა. მსოფლიოში ცნობილია 4000მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტული ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის ჯიში. გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია : რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური,გურული მწვანე, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, საფერავი, თავცვერი, შავკაპიტო, ალექსანდროული, მუქურეთეული, ძველშვი, უსახელაური, ოცხანური, საფერე , ოჯალეში, ჩხავერი, ალდასტური და სხვა. გარდა აბორიგენული ვაზის ჯიშებისა  საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული შემოტანილი ვაზის ჯიშები, რომლებიც  ძალიან შეეთვისენ უძველეს ქართულ მიწას. ესენია: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე სოვინიონი, შახლა, ხალილი.
  

გვერდი ნანახია : 1188
ზოგადი ინფორმაცია საქართველოს შესახებ