სატესტო რეჟიმი
რიყის პარკი
რიყის პარკი
რიყის პარკი
რიყის პარკი

რიყის პარკი

რიყე — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის (ახლანდელი ძველი თბილისის რაიონი). გვიანდელი შუა საუკუნეებში რიყედ იწოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი (ადრინდელი ავლაბრის ჭალა), რომლის ნაწილი მოგვიანებით სოფელ ჩუღურეთმა დაიკავა.

access_alarms 00:00 - 24:00
access_alarms რუკა / მისამართი

რიყე — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის (ახლანდელი ძველი თბილისის რაიონი). გვიანდელი შუა საუკუნეებში რიყედ იწოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი (ადრინდელი ავლაბრის ჭალა), რომლის ნაწილი მოგვიანებით სოფელ ჩუღურეთმა დაიკავა. XVII საუკუნეში რიყე საასპარეზო ადგილი იყო. აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა (შემდგომში რიყის, ხეთაგუროვის, საბჭოს ქუჩები) მდინარე მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა. XIX საუკუნეში აქ იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები (მკალავები, ხარაზები, ჭონები, მღებავები). XX საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით რიყის ძველი ნაგებობები აიღეს. 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოში, თბილისში, რიყისპარკში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა