სატესტო რეჟიმი
აფხაზეთი

აფხაზეთი

ქართული წყაროები აფხაზეთს პირველად VIII საუკუნის ისტორიული მოვლენების აღწერისას იხსენიებს, ხოლო ბერძნულ წყაროებში ტომის სახელწოდება „აფსილებისა" და „აბაზგების" სახით ახ. წ. I-II საუკუნეებიდან გვხვდება. აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციიის შეიარაღებული ძალების მიერ.

აჭარა

აჭარა

აჭარა საქართველოს ზღვის პირეთის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. მისი დასავლეთი შავ ზღვას ემიჯნება, აღმოსავლეთი კი არსიანის ქედს,  სამხრეთ საზღვარი ემთხვევა თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მიჰყვება შავშეთის ქედს ჩრდილოეთით მას ესაზღვრება აჭარა მესხეთის ქედი.

გურია

გურია

გურიის რეგიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით - აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - იმერეთი, ხოლო ჩრდილოეთით - სამეგრელო.

იმერეთი

იმერეთი

იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია

კახეთი

კახეთი

ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. მას ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდა აზერბაიჯანი.  ფართობია 12.2ათასი კმ.კვ  კახეთის მოსახლეობა შეადგენს 407.2 ათას კაცს.

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა–მთიანეთი ერთ–ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა. ჩრდილოეთით  ის ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებს: ჩრდილოეთ ოსეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს,  აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონს, სამხრეთით – ქვემო ქართლს, ხოლო დასავლეთით კი შიდა ქართლს. 

ლეჩხუმი

ლეჩხუმი

ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფს ასხის მთა, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი,  სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი.

სამეგრელო

სამეგრელო

დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან.

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი. 

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი _  ქვემო ქათლი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ესაზღვრება თრიალეთის, ჯავახეთის და ბამბაკ-ერევნის ქედებს და მდინარე მტკვრის იდნების ქვემო, მარჯვენა მხარეს არის გადაჭიმული რეგიონის საერთო ართობია 6901კვ.კმ-ია.

შიდა ქართლი

შიდა ქართლი

ტერიტორიის ფართობი  შეადგენს 5770 კვ.კმ-ს  ხოლო მოსახლეობა 464 ათასი კაცია.  შიდა ქართლის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში  ლანდშფტი რბილი და თანაბარია _ ნაფენი ვაკეებით, ტერასირებული ხეობებით და ბორცვებით შედგენილი.

რაჭა

რაჭა

მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი.

სვანეთი

სვანეთი

სვანეთი  — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.
მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით — ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით —აფხაზეთი, ჩრდილოეთით — ყარაჩაი და ბალყარეთი.