სატესტო რეჟიმი

ჯომარდობა და კაიაკინგო საქართველოში

ჯომარდობა აქტიური დასვენების ერთ-ერთი სახეობაა. წყალუხვ მდინარეებზე არსებული დაბრკოლებიბის გადალახვა დიდ სიამოვნებას და დადებით ემოციებს  ანიჭებს თავგადასავლის მოყვარულებს. ჯომარდის მთავარი და ყველაზე სასიამოვნო პრინციპია: გაჰყვეთ მდინარის დინებას და გადაეშვათ სხვადასხვა ჩანჩქერებზე გასაბერი ნავით, გვერდი აუაროთ ლოდებსა და მორებს,თავი დააღწიოთ მდინარეში წარმოქმნილ მორევებს. ჯომადობის სეზონი მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდეა.

საქართთველოში არსებული უამრავი წყალუხვი მდინარე და კლიმატური პირობები მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას. მდინარეების ფართო არჩევანი საშუალებას იძლევა  სამოყვარულო დონიდან პროფესიონალამდე მიიღოს უდიდესი სიამოვნება ადრენალინის გამოყოფისგან.

ძირითადად ჯომარდობა იმართება შემდეგ მდინარეებზე:

ჯომარდობის სირთული კატეგორიები:

  1. კატეგორია : მარტივი მდინარეზე ნავით გასეირნება მანევრირების გარეშე.

  2. კატეგორია : სწრაფი მდინარეზე მცირე წინააღმდეგობებით, საჭიროებს მანევრირებას.

  3. კატეგორია : სწრაფ მდინარეზე საშუალო სიდიდის წინააღმდეგობებით, საჭიროებს კარგ მანევრირებას, ამიტომაც სასურველია  მეორე კატეგორიის გამოცდილება.

  4. კატეგორია : ძლიერ და სწრაფ დინებაზე დაშვება, საფრთხის შემცველი დაბრკოლებებით.

  5. კატეგორია : უნდა იყოთ პროფესიონალი ჯომარდელი.

  6. კატეგორია : პროფესიონალ ჯომარდელობასთან ერთად საჭიროებს იღბალს.