სატესტო რეჟიმი
ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი _ მდინარე მტკვრის ქვედა დინებაზე ცენტრით ქალაქ რუსთავში მოიცავს ისტორიულ მხარეებს: სკვირეთი, თრიალეთი, სომხითი, საბარათიანო,  დბანის ხევი.

ქვემო ქართლი _  ქვემო ქათლი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ესაზღვრება თრიალეთის, ჯავახეთის და ბამბაკ-ერევნის ქედებს და მდინარე მტკვრის იდნების ქვემო, მარჯვენა მხარეს არის გადაჭიმული რეგიონის საერთო ართობია 6901კვ.კმ-ი, რაც საქართველოს ტერიტორიის 10% შეადგენს.

  ქვემო ქართლს აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთის, ჩრდილოეთიტ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დასვლეთით-სამცე-ჯავახეთის რეგიონები, ხულო სამხრეთით სომხეთი და აზრებაიჯანი. იგი შვიდი ადმინისტრაციული ერთეულისაგან შედგება: რუსფი, ბოლნისი, გარდაბანი, დმნესი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა.

  ქვემო ქართლი ნახევრად უდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპურ ზონაშია. მის ლანდშაფტს ველები და ტყე-ველები შეადგენს. ქედებს შუა ტყებში ჭარბობს: მუხა, რცხილა, წიფელა, ნეკერჩხალი და სხვა.  მარნეულის ვაკე ადგილებში ვხვდებით ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელი მცენარეთა საფარს, მტავრის ჭალებში შემორჩენილია ჭალი ტყეები. ქვემო ქართლის უმსხვილესი მდინარეებია: მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო დინებები.  ამ რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბები: ჯანდარა, წურბლიანი, არყიანი, ბარეთი და გრძელი ტბა. რეგიონი ტერიტორიაზე მდებარეობს: წალკის, დმანისის და ალგეთის წყალსაცავები. ქვემო ქართლის ბარში ნოტიო-სუბტროპიკული და სუბტროპიკულ-კონტინენტური ჰავაა. წლის საშუალო ტემპერატურაა  + 12_13 ცელსიოუსია, ჯავახეთის ქედის მთიან რეგიონში  ჰავა ზომიერად ნოტიოა _ წლიური ტემპერატუა +3-12 ცელსიუსი. წაკლის მიდამოებში კი ზომიერად ნოტიოდან მშრალ სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა.  აქ წლის საშუალო ტემპერატურა + 6 ცელსიუს არ აღემატება. ქვემო ქართლი განსაკუთრებით  საინტერესოა  არქოლოგიური თვალსაზრისით, მის ტერიტორიაზე, კერძოდ დმანისში გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი გადაშენებული ცხოველების ძვლები და მათთან ერთად პრიმიტიული ქვის იარაღები. ბოლო წლების აღმოჩენამ _ უძველესი ადამიანის ნაშთების: ქვედა ყბა, ფეხის ტერფის ძვალი და ორი თავის ქალა _ ის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია. თავის ქალები კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით აღადგინეს და მათ მზიას და ზეზვას სახელით იცნობენ მსოფლიო არქეოლოგიურ წრეებში. დადგინდა, რომ დმანისელი ჰომინიდები  ამ ტერიტორიაზე  1800000 წლის წინ ბინადრობდნენ   ისინი არა მარტო უძველეს კავკასიელებათ არამედ პირველ ევრაზიელებად ითვლებიან.

 ალგეთის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს მოსახლეობის კვალი, ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები, ხელუხლებლადაა შემორჩენილი ციკლოპური ტიპის ნაგებობები, აღმოჩენილია ანტიკური ხანის “ ალგეთის სამარხი “ წარჩინებული პირის  ქვაყუთის სამარხი ძვირფასი ნივთებით და სამკაულებით.

მანგლისში აღმოჩენილია  ელინისტური ხანის ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებიანი მონეტები და ბრინჯაოს ნივთები. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მრავალი ყორღანული სამრხია გათხრილი, წალკის წყალსაცავის ტერრიტორიაზე მდებარე ყორღანები და მათკენ მიმავალი გზები ძვ.წ მესამე-მეორე ათასწლეული მიჯნაზეა აგებული. ყორღანების გზებს  თავისი გრანდიოზულობითა და თექნიკური მიგნებებით, პირამიდებისაკენ მიმავალ დასაკრძალავ გზებს ადარებენ.

ქართლი მდიდარია მეხუთე-მეთვრამეტე უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ხუროთმოძღვების ძეგლებით. სულ დაფიქსირებულია 250-მდე ეკლესია ნატაძრალი: ბოლნისის სიონი(მეხუთე საუკუნე), აკაურთის ეკლესია( მეოთხე-მეექვსე საუკუნეები), წუღრუღაშენის ეკლესია(მეცამეტე საუკუნე), კაზრეთისა და სათხის სამონასტრო კომპლექსები (მეცამეტე საუკუნე), ტანძია, ბირთვისის ციხე, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი, მანგლისი ეკლესია და ბეთანიის მონასტერი და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბოლნისის სიონის ნაწერები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე აღმოჩენილი დამწერლობის ყველაზე ძველი ნიმუშებია.

 

მუნიციპალიტეტი
  • თვითმართველი ქალაქი რუსთავი
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი
  • დმანისის მუნიციპალიტეტი
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
  • წალკის მუნიციპალიტეტი
this page is currently under construction
this page is currently under construction