სატესტო რეჟიმი
პიაცას მოედანი
პიაცას მოედანი
პიაცას მოედანი
პიაცას მოედანი

პიაცას მოედანი

ბათუმის სიმბოლოდ ქცეული პიაცას მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანია მთელ საქართველოში. იგი 5.700 კვ.მ-ზეა აშენებული და გამოირჩევა როგორც თავისი მოხატულობით, ასევე მოზაიკისა და ვიტრაჟის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებით. ძველი ბათუმის ისტრორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პიაცას კომპლექსის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. მოედნის მთავარი არქიტექტორი ვაჟა ორბელაძეა, ხოლო ვიტრაჟების ავტორი - ესტონელი ხელოვანი დოლორეს ჰოფმანი. პიაცას მოედანმა სასტუმრო-გასართობი და კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის დატვირთვა შეიძინა. ბათუმში ჩამოსული ყველა ტურისტი აუცილებლად სტუმრობს ქალაქის ამ ახალ ღირშესანიშნაობას.