სატესტო რეჟიმი

მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი

/შეიქმნა 2012 წ./

მაჭახელას ეროვნული პარკი ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ზღ. დ-დან საშუალოდ 300-350 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი შექმნის მიზანს  უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.

პარკის ტერიტორიის 95% წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყანის ტყეებს უკავია. აქვვე ხარობს ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

this page is currently under construction
this page is currently under construction