სატესტო რეჟიმი
ლისის ტბა

ლისის ტბა

ლისის ტბა — მდებარეობს ქალაქ თბილისში, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე.  ზედაპირის ფართობი 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, წყლის მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.