სატესტო რეჟიმი
ლეჩხუმი

ლეჩხუმი

ლეჩხუმი

ლეჩხუმი ძველ საისტორიო წყაროებში იხსენიება "თაკუერი"-ს სახელწოდებით. თაკუერი რომელ არს ლეჩხუმი ნათქვამია "ახალი ქართლის ცხოვრებაში"

 ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ "გორგიდამ ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, რომელსაც უწოდებენ თაკუერად ..." და გამომდინარე ლეონტი მროველის ცნობიდან იქვე შენიშნავს: "პირველად თაკუერს უწოდებდნენ რაჭას, ბაგრატიანთამდე ვითარცა აჩენს ცხოვრება რეამეთი გარდოვლეს ოსთა გზა თაკვერსა, ვინაიდან არს გზა ოსეთსა რაჭა და არა ლეჩხუმი: კვალად ვითარცა მოწმობს სინაქსარი მაქსიმე აღმსარებლისა, სახელდობრ ციხეთა მას შინათა. ხოლო შემდგომ ამას უწყის რაჭა და მას - თაკუერი ციხისთვის მუნ ყოფსაო".

აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი წერს : იქნებ წინათ "თაკუერი: საზოგადო სახელი იყო რა@ა-ლეჩხუმისა, ხოლო შემდეგ რაჭა შემოიღეს და თაკუერი ლეჩხუმს შერჩა. ბერძენი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი (მე-6 საუკუნე) ლეჩხუმის მხარეს "სკვიმნიას" სახელით იხსენიებს, ხოლო პროფესორ სიმონ ყაუხჩუხაშვუკუს განმარტებით ბერძნული "სკვმ" ჩხუმ.ცხუმის მიახლოებით გამოცემას წარმოადგენს.

ძველ ქართულ ძეგლებში "ლეჩხუმი" არსად არ იხსენიება. ეს პროვინციაა რაჭასთან ერთად თაკუერის სახელით არის ცნობილი, ხოლო რაც შეეხება სახელს "რაჭა" ქართულ წყაროებბში პირველად მე-12 საუკუნეში იხსენიება თაკვერთან ერთად. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" ნათქვამია "კახაბერ ერისთავი რაჭისა და თაკუერისა." ვახუშტის განმარტებით სახელწოდება თკვერი ლეჩხუმს ეწოდა... ' გარემოსთა მთათაგან კვერსავით მდებარესა"; იხილე ესე მთა კვერი, ანუ ციხისაგანფრიად მაგრისა მუნვე თაკვერისა". ამავე ისტორიკოსის ცნობით ცხენისწალს წინათ " მდინარე თაკვერისა" ეწოდებოდა, ხოლო ცხენისწყალი უწოდეს მას შემდეგ, როცა მისმა ტალღებმა მურვან ყრუს 60 000 ცხენი წალეკეს. ბერძნები მდინარე ცხენისწყალს "ჰიპპოს" უწოდებენ რაც ბერძნულად ცხენს ნიშნავს.

საგეოგრაფო სახელი "ლეჩხუმი" პირველად მე -15 საუკუნის ძეგლებში იხსენიება. ვახუშტის მიხედვით ეს სახელი ლეჩხუმს ეწოდა ხვამლის მთის გამო. სხვა ვარიანტით ლეჩხუმუ შედგება ორი სიტყვისგან - "ლე" და 'ცხუმისაგან".  "ჩხუმი" მეგრულად თევზს ნიშნავს, ხოლო "ლე"  სვანურად ადგილის სახელის მაწარმოებელი პრეფიქსია. აქედან გამომდინარე "ლეჩხუმი" მოცემული ვარიანტით უნდა ნიშნავდეს სათევზაოს, ესე იგი მხარეს, სადაც ბევრი თევზია.

მეცნიერების აზრით მხარის ამ ახალი სახელწოდების ძირითად ნაწილს შეადგენს :ჩხუმი:. ლეჩხუმში ახლაც არის სოფელი, რომელსაც "ჩქუმი: ეწოდება სახელად. იგი მდებარეობს ცხენისწყლის მარცხენა შენაკადის მდ.ჯოროულის სათავესთან ახლოს, მას ზემოთ კი დაახლოებით 2.5 კმ-ზე სოფელი ქულბაქია, რომელსაც შესაძლებელია წინათ "საქულბაქო" , ე.ი სავაჭრო ბაზარი იყო. საყურადღებოა, რომ ეს პუნქტი "ჩქუმი" და "ქულბაქი" დებარეობენ იმ გზაზე , რომელსაც ასხის მთის ძირში გადის და ლეჩხუმის მხარეს აკავშირებს სამეგრელოს რაიონებთან. ლეჩხუმის უძველესი ისტორიის შესახებ მსჯელობა შეიძლება იმ არქეოლოგიური მასალების მიხედვით, რომლებიც ლეჩხუმის ტერიტორიაზეა მოპოვებული. არქეოლოგიაში, და კერძოდ რუსეთის არქეოლოგებს შორის დიდხხანს იყო მცდარი შეხედულება, რომ ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში ქვის ხანის ადამიანებს არ უცხოვრიათ. 

ცნობილი მეცნიერების შმიდტის (1914), კრუკოვსკის (1916) და გ.ნიორაძის (1926) აღმოჩენების შედეგად საბოლოოდ დადასტურდა, რომ კავკასია-საქართველოს ტერიტორიაზე ძველი ქვის ხანის ადამიანს უცხოვრია, მათ მიერ აღმოჩენილი ქვისა და ძვლის იარაღები მიეკუთვნება პალეოლითის ზედა საფეხურს, რომელსაც ენგელსის მიერ შემუშავებული პერიოდიზაციის მიხედვით შეესაბამება ველურობის შუა საფეხური. საზოგადოების განვითარების ამ საფეხურზე წარმოიშვა გვარიც.

აშელური ტიპის კაჟის ქვის იარაღი აღმოჩნდა აგრეთვე სოფელ ისუნდერში ( ლეჩხუმი) და ინახება ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ეს იარაღი მიუთითებს იმაზე , რომ ლეჩხუმის ტერიტორიაზე უძველესი დროიდანვე უცხოვრიათ ადამიანებს.

ტექსტი : ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები. 

მუნიციპალიტეტი
  • ცაგერის მუნიციპალიტეტი
აუცილებლად დააგემოვნეთ
this page is currently under construction
this page is currently under construction