სატესტო რეჟიმი
ფარავანის ტბა

ფარავანის ტბა

ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ზედაპირის ფართობით საქართველოს უდიდეს ტბას. გაწოლილია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო სიღრმე 2,2 მ, წყლის მოცულობა 91 კმ³. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.

ფოტო : ბადრი ვადაჭკორია