სატესტო რეჟიმი

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

/ შეიქმნა 1998 წ. /

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ადმისტრაციის უფროსი: ხათუნა ქაცარავა ტელ: 577 10 18 37
ელ.ფოსტა: khatuna78@mail.ru 

this page is currently under construction
this page is currently under construction