სატესტო რეჟიმი
ვარძია

ვარძია

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი.

დავით გარეჯის მონასტერი

დავით გარეჯის მონასტერი

კლდეში ნაკვეთი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარე კახეთში მდებარეობს. მონასტერი დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დაარსა და გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს, მათგან 3 სადავო (აზერბაიჯანის საზღვარზე) მონაკვეთზეა მოქცეული.

უფლისციხე

უფლისციხე

ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.