სატესტო რეჟიმი

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 9,030 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკის კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ყაზბეგის ეროვნული პარკი, მიუხედავად ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობისა, ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის. 

this page is currently under construction