სატესტო რეჟიმი
ქაშუეთის ეკლესია

ქაშუეთის ეკლესია

 პირველი ტაძარი აგებული იყო ჯერ კიდევ დავით გარეჯელის მოღვაწეობის დროს. მეორედ ტაძარი 1753 წელს გივი ამილახვარს აუშენებია (იხილე წარწერა ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში). დღევანდელი ნაგებობის მშენებლობა 1904 წლის 12 ნოემბერს დაიწყო.თანამედროვე შენობა წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული - არც ისე ღარიბად, როგორც სიონი და არც ისე ჭარბად, როგორც ნიკორწმინდა. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და საკვირველი ჰარმონიულობით არის ურთიერთშეთამხმებული. ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალტანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს.