სატესტო რეჟიმი
კახეთი

კახეთი

კახეთი

        კახეთი _ ისტორიული რეგიონია აღმოსავლეთ საქართველოში  მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს.  კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარე კახეთი ( მდ.ივრის შუა წელი), ქიზიყი(მდ.ივრის ქვემო წელი ), შიგნი კახეთი ( მდ.ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმა მხარი ( მდ.ალაზნის მარცხენა სანაპირო).  მას ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდა აზერბაიჯანი.  ფართობია 12.2ათასი კმ.კვ  კახეთის მოსახლეობა შეადგენს 407.2 ათას კაცს რაც ქვეყნის მოსახლეობი 8.3%.
   კახეთი რვა ადმინისტრაციული ერთეულისაგან შედგება. მათი უმეტესობა:  ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის _ შიდა კახეთში მდებარეობს. საგარეჯოს რაიონი და გურჯაანის რაიონის ნაწილი, გარე კახეთს მიეკუთვნება. სიღნაღისა და დედოფლის წყაროს რაიონები კახეთის ცალკე კუთხეს  _  ქიზიყს შეადგენს.  კახეთის ადმინისტრაციაში შედის მთიელთა ეთნოგრაფიული კუთხე თუშეთი. კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი თელავია, ამ მშვენიერ მხარეს ბუნება ჰავითაც ანებივრებს. ალაზნის ველზე ზომიერად სუბტროპიკული ჰავაა, აქ ზამთრის საშუალო ტემპერატურა 0 გრადუცი ცელსიუსია. ზაფხულის კი +23-25 გრადუსი ცელსიუსი.  წლის განმავლობაში 600მმ ნალექი მოდის, რეგიონის სიმაღლე ზღვის დონიდან 500-900 მეტრია. გარე კახეთში  მშრალი სუბტროპიკული ჰავაა. ზღვის დონიდან 1800-2000მ სიმაღლეზე აზიდულ ცივ ბომბორის ქედზე  შედარებით ცივი ჰავაა.  კახეთში განსხვავებული და მრავალფეროვანი ლანდშაფტი შეგხვდება: ვაკეც და მთებიც, უდაბნო და მდინარეების, ტყე, ტბები და სხვ.  ამგვარი მრავალფეროვნება და აგრეთვე აქ არსებული 5 სახელმწიფო ნაკრძალი  შესაძლებლობას იძლევა ტურისტებისათვის გარეული ფაუნის მრავალ ისახეობის წარმომადგენელი იხილოს ბუნებრივ პირობებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნება. 
  კახელების გამომკვები მათი მადლიანი მიწაა,  აქ კარგად ხარობს მარცვლოვანი კულტურები, საშემოდგომო ხორბალი, ქერი და სიმინდი. ბევრია მზესუმზირის ნათესები.  უხვად მოდი მრავალგვარი ხილიც. მხარის ტრადიციულად მნიშვენლოვან იდარგია მეცხოველეობაც რასაც ხელი შეუწყო კახეთი საზაფხულო თუ ზამთრის საძოვების  არსებობამ.
   საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში მოიპოებენ ნავთობსა და გაზს  თელავის რაიონში მოიპოვებენ და გადაამუშავებენ  ფიქალსა და მარმარილოს. კახეთის დოვლათზე საუბრისას საგანგებოდ გამოსაყოფია აქაური ვენახები ყურძნის ჯიშები და ღვინო.  კახეთი მევენახეობის და მეღვინეობის ერთ-ერთი უზელესი კერაა და  ძვ.წ მეექვსე ათსწლეულიდან იწყება. ვარაუდობენ, რომ სიტყვა “ღვინო”, რომლითაც  მთელ მსოფლიოში მოიხსენიებენ ამ სასმელს ქართული წარმოშობისაა. კახეთში ღვინო ყველა ოჯახში  იწურება. გლეხური წესით დამზადებული ღვინო არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სამრკო ღვინოებს. ქვევრის ღვინოს დაყენების  უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლათ აღიარეს.  კახეთში მზადდება  განსხვავებული ტიპისა და მარკის  საქვეყნოდ აღიარებული ქართული ადგილწარმოშიბის დასახელების ღვინოები: “მანავი”, “გურჯაანი”, “ქინძმარაული”, “ყვარელი”, “კარდენახი”, “კოტეხი”, “ ახაშენი”, “მუკუზანი”, “წინანდალი”, “ვაზისუბანი”, “ტიბაანი”, “თელიანი” და მხარეის ღვინო : “კახეთი”.
 “ ტიბაანი “ _ უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა, ხასიათდება მუქი ქარვისფერი შეფერვით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტის ექსტრაქტულობით,  ხავერდოვნებით და ქიშმიშის ტონებით.
 “კარდენახი” _ უმაღლესი ხარისხის თეთრი ღვინოა ქარვისფერი ჯიშური არომატით, თაფლის ტონების ჰარმონიულობითა და ზომიერი ექსტრაქტულობით.  მის უნივერსალურობას განსაზღვრავს რქაწითელის, კახური მწვანესა და ხიხვის ყურძნები ნაზავი.
 “კოტეხი” _  უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა,  აბორიგენული ჯიშების “რქაწითელის” დაწურვით მიღებული. ხასოათდება წითელი ფერით, ჯიშური არომატით, ნაზი დახავერდოვანი გემოთი.
  “ახაშენი” _ საფერავის ყურძნისგან მიღებული  უმაღლესი ხარისხის წითელი, ნატურალური ნახევრადტკბილი ღვინოა. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით , სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.
  “ მუკუზანი” _  საფერავის ყურძნისგან დამზადებული, მშრალი , წითელი ღვინოა როწეულისფერი შეფერვით. მასში მკაფიოდაა გამოხატული ჯიშური სპეციფიკური არომატი და ბუკეტი , ძლიერი ექსტრაქტული და მაღალი გემური მაჩვენებლებით.
  “ ვაზისუბანი” _ რქაწიტელისა და კახური მწვანის  ყურძნისაგან მიღებული უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი ღია ჩალისფერია,  ჰარმონიული გემოთი , ხალისიანი , განვითარებული ბუკეტით და ყვავილების ტონებით.
  “ თელიანი” _ უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა, მზადდება  კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო ხასითდება  მუქი წითელი შეფერვით , პიკანტური  სუფთა ჯიშური არომატით, ჰარმონიულად განვითარებული ბუკეტით.
  “წინანდალი” _  მის მაღალ ღირსებას განსაზღვრავს ყურძნების რქაწითელისა და მწვანის ჰარმონიზაცია ბუნებრივ პირობებთან. იგი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინოა. ხასიათდება  ღია ჩალისფერი შეფერვით, გემო დახვეწილია, განვითარებული ბუკეტით და ჯიზური არომატით.
   “ქინძმარაული” _  საფერავის ყურძნისგან დამზადებული ნახევრადტკბილი ღვინოა.  ხასიათდება მუქი ბროწულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიულია, ხავერდოვანი, დახვეწილი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.
  “ნაფარეული” (წითელი) _  უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექტრაქტული ხავერდოვანი, განვითარებული ბუკეტით. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
   “ნაფარეული” (თეთრი) _ უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა , მზადდება რქაწითელის  ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე სასიამოვნო ხალისიანი, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით და მინდვრის ყვავილების ტონით.
   “ მანავი” _  უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა .  მზადდება კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან ხასიათდება მომწვანო ელფერით გემოზე ნაზია, დახვეწილი, ხალისიანი ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და განვითარებული ბუკეტით.
  კახური ტიპის ღვინო მიიღება  წითელი და თეთრყურძნიანი ვაზის ადგილობრივი ჯიშებისაგან მხოლოდ კახეთში , სეპაჟით ან ცალკეული ჯიშისაგან, რაშიც ერთ-ერთ მთავარ როლს, მიწაში ჩაფლული ტრადიციული  საღვინე ჭურჭელი _ ქვევრი ასრულებს.
   ქვევრი _  უძველესი ქართული საღვინე ჭურჭელი ხელს უწყობს  ღვინის დადუღებას, გამოლექვა- დაწმენდვას და მუდმივ ტემპერატურაზე შენახვას, აძლევს და უნარჩუნებს ღვინოს სპეციფიკურ არომატულ და სასიამოვნო გემოს. ქართული ქვევრი,  თავის უნიკალური თვისებების გამო,   ღვინის შესანახად სხვა ქვეყნებშიც გააქვთ  და მასზე როგორ ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელზე მოთხოვნილება თანდათან იზრდება.
  კახეთის ხანგრძლივმა და ჭირნახულმა ისტორიამ მრავლად დატოვა არქიტექტურული ძეგლები ციხე-ქალაქები და სიმაგრეები. მრავალ საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის შედეგია ეკლესია-მონასტრების სიუხვეც რომლებიც  სახელგანთქმული წმინდა მამების მოღვაწეობას უკავშირდება. კახეთი ძველი არქიტექტურული ძეგლების სიმრავლითაც გამოირჩევა, რეგიონში რამდენიმე საყურადღებო სახლმუზეუმია. დაუვიწყარია შეხვედრები კახელ მასპინძლებთან  გამორჩეულია მათი სტუმართმოყვარეობა და იუმორი.
 კახეთის კურორტებია : ახტალა ,  ტალახით სამკურნალო კურორტი, არხილოსკალო _ კლიმატური კურორტი , უჯარმა _ ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი. აქაური თერმული მინერალური წყალი მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ მიკრო კომპონენტს შეიცავს, მისი აბაზანები კი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. 
   კახეთში პოპულარულია ხორცის კერძები : მწვადი, ხაშლამა,  ხინკალი, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვა.
  კახური მწვადი ვაზის წალამზე იწვება  რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭბს. ხორცს შეწვამდე რამდენიმე საათით ადრე სპეციალურად დამზადებულ მარინათში ამზადებენ და ამას ბასტურმას უწოდებენ.
   ხინკალი _ თხელი ცომის ფირფიტებში გახვეული საქონლის და ღორის ხორცის შერეული ფარში.  იხარშება მარილიან წყალში  5-7 წუთის განმავლობაში.  ხინკალი მთიელთა კერძად ითვლება და მთაში ცხვრის ხორცით ამზადებენ, საუკეთესოდ ის ხინკალი ითვლება რომლის ცომსაც უფრო მეტი “ ნაკეცი “ აქვს.
  ჩაქაფული _  ტყემალში ტარხუნისა და სხვადასხვა მწვნაილში ჩათუშული  ხბოს ან ბატკნის ხორცია შეზავებული თეთრი ღვინით.
  ხაშლამა _  ახალდაკლული საქონლის მოხარშული ხორცი.
  კახეთში  მოგრძო ფორმის შოთის პური ცხვება  სპეციალურ ღუმელში “ თონეში “ .
  ყურძნის წვენის _ ბადაგისაგან  ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს  ჩურჩხელასა და თათარას.  ჩურჩხელა _ ბამბის ზაფზე ასხმული ნიგოზის, თხილის,  ქიშმიშის ან ჩამიჩის  თათარაში სამჯერ ამოვლებული ნუკბარია. იგი მეტად ასსარგებლო და ნოყიერი  საკვებია  ძლებს გაზაფხულამდე, მას ხშირად მეომრებსა და მწყემსებს ატანდნენ საგზლად.
 

მუნიციპალიტეტი
  • თელავის მუნიციპალიტეტი
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტი
  • ყვარლის მუნიციპალიტეტი
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტი
აუცილებლად დააგემოვნეთ
this page is currently under construction
this page is currently under construction