სატესტო რეჟიმი

ჯავახეთის  დაცული ტერტორია

ჯავახეთის  დაცული ტერტორია

ჯავახეთის  დაცული ტერტორიები 2011 წელს შეიქმნა მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს,ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს. იგი მდებარეობს ჯავახეთის პლატოზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და მისი ფართობი 16614 ჰა-ს შეადგენს. ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა. ჯავახეთის უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლე ზღ. დ-დან 3,300 მ-ია. ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია.  აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა,ნსაშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.

ჯავახეთი უტყეო მხარეა. აქ  ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები გვხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სუბალპური ტყე, სადაც თეთრი არყი, კავკასიური ცირცელი, ჩიტაკომშა და ასკილისა და ჟოლოს ბუჩქნარისგან შედგება, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე კარწახის ტბის მიდამოებშია. 

this page is currently under construction
this page is currently under construction