სატესტო რეჟიმი
გურია

გურია

გურია

გურიის მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას. გურიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც გამოყოფს მესხეთის ქედი. მას ჩრთილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იმერეთის მხარე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამცხე-ჯავახეთის მხარე. დასავლეთიდან გურიას 22კმ-იანი სანაპირო ზოლი აქვს. გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს და შესაძლებელია გურია გულს ნიშნავდეს(მეგრულად გური გულს ნიშნავს). გურია საქართვრლოს ყველაზე მცირე სამხარეო ერთეულია. მისი ფართობია შეადგენს 2030.7კვ.კმ, რაც მთლიანი ქვეყნის ტერიტორიის 2,9%-ია, აქედან 15000ჰა დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს. გურიის მხარე დასახლებულია ძირითადად გურულებით, მოსახლეთა რაოდენობა 148,7 ათასი კაცია.

გურიის ადმინისტრაციული ცენტრია ოზურგეთი და შედგება 3 მუნიციპალიტეტისგან:

  • ოზურგეთის
  • ჩოხატაური
  • ლანჩხუთი

   მხარე ბუნებრივი პირობების მიხედვით იყოფა ბარისა და მთის ნაწილად, დაბლობისთვის დამახასითებელია ნოტიო-სუბტროპიკული ჰავა, ზომიერად ცხელი ზაფხული და ზომიერად გრილი ზამთარი. მთის ჰავისათვის კი _ ზომიერად თბილი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. გურიის მთიანი ნაწილისთვის მზისა და ზღვის ჰაერის შერწყმით განპირობებულია სამთო კურორტების სამკურნალო თვისებები. მხარე მდიდარი მინერალური წყლებით და თერმული წყლის რესურსით  ცნობილია მინერალური წყალი ნაბეღლავი. თერმული წყლები ამოედინება: გულიანში, ნასაკირალში, კოხნარში და ზოტში.
    გურიის შავი ზღვის სანაპირო 22კმ-იან ზოლზე მაგნიტური ქვიშებით ცნობილია ბალნეოლოგიური კურორტები ურეკი და შეკვეთილი
   მხარე მდიდარია მდინარეებით და ტბებით. ძირითადი მდინარეებია სუფსა, ნატანები, ბჟუჟი, ბახვისწყალი და გუბაზოული. ტბებიდან შედარებით მოზრდილებია იმანთის და ჯაპანის ტბა. მხარეში სულ 25 საშუალო და მცირე ზომის მთის მდინარე ჩამოედინება რომელთა საერთო სიგრძე 568კმ-ს შეადგენს, წყლის აუზის საერთო ფართობი 1000კვ.კმზე მეტია გურიის ტერიტორიის 48% უკავია ტყეს სულ 81.2ათასი ჰექტარი. ტყეში ფოთლოვნებიდან გავრცელებულია: წიფელი,მურყანი, რცხილა, აკაცია , წაბლი და ვერხვი. წიწვოვნებიდან ჭარბობს: ნაძვი, სოჭი და ფიჭვი. ქვეტყე და ბუჩქნარი წარმოდგენილია  წყავით , ბზა, მოცვი, შქერით და იელით. ამ მხარეში ხშირია ბამბუკი. ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე არის პონტოს მუხის საქართველოში ყველაზე კარგად შემონახული წმინდა კორომი, მხარის უმაღლესი მწვერვალია მეფის წყარო 2850მ, ხოლო ყველაზე მაღალი კურორტი ბახმარო 1926 მეტრზე.
   მთის ტყიან ზოლში ბინადრობს: შველი, არჩვი, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, მელა ,  დათვი ,მაჩვი ტურა. ფირნველებიდან : კოდალა, ჩხიკვი, ტყის ქათამი, შშვი, ქორი. მდინარეებში გავრცელებულია: კალმახი, ღორჯო, წვერა,  ქაშაყი, ლოქო, ქორჭილა და სხვა.
    გურიის მხარის მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, სააგურე  და საკერამიკე მიწა. აგრეთვე მინერალური წყლები ნაბეღლავი, კოხნარი, ზოტი.
     რეგიონში კულტურული ნათესებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია სიმინდი, თხილი, ციტრუსი, ჩაი და ხილი.  ასევე ბოლო წლებში გაშენდა კივისა და ლურჯი მოცვის პლანტაციები.
   მრავალფეროვანი ბუნება, სუბტროპიკული ლანდშაფტები, შვი ზღვის სანაპირო ზოლი, ტორფიანი ჭაობები, გაშლილი ვაკეები, და მაღალი მთები განსაკუთრებულ ხიბლს მატებს საქართველოს ამ კუთხეს.
   გურიის კოლორიტული სოფლებისათვის სახასიათოა მწვანეში ჩაფლული ეზოები ხის სახლები, სამზარეულო სახლები, და სიმინდის ნალიები. ენაკვიმატი ხალხში მკაფიოდ არის გამოხატული უხუცესების უსაზღვრო პატივისცემა, გურულები გამოირჩევა  ხელსაქმისა და მშენებლობის ოსტატობით. გურიის ეთნოგრაფიოულ ყოფაში დიდი ადგილი უჭირავს ხალხურ რელიგიურ დღესასწაულებს: გიორგობას, მარიამობას, ბარბარობას ,ლამპრობას, ახალ წელს, აღდგომას, ახალ წელს ისინი “კალანდარს” უწოდებენ მისი უმთავრესი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელიც სიცოცხლის ხის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ჩიჩილაკი ახალი წლის წინა დღეს თხილი ტოტისგან ამზადებენ, რომელსაც რთავენ კუნელის ნაყოფით, მარადმწვანე სუროს ტოტებით, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებით და ხილით. ჩიჩილაკი ნაყოფიერების და ბარაქის მიმნიჭებლად ითვლება, მას ნათლისღების დღესასწაულამდე ინახავენ შემდეგ კი წვავენ ან წყალს ატანენ.
     გურულების, ამ ენაკვიმატი ხალხის ყოფის განუყოფელი ნაწილია სიმღერა  ქართული პონიფოლიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია “კრიმანჭული”  კრიმანჭული დაგრეხილ რკინას ნიშნავს, კრინი მამაკაცის მაღალი ხმაა, სიმღერას “ნადური” რთველის დროს  ან მინდორში მუშაობისას მღეროდენ, მას ერთ დროულად ორასამდე ადამიანი შეიძლება ასრულებდეს. გურულ;ები უბადლო მხედრები იყვნენ, გავრცელებულია ცხენოსნური გუნდური თამში _ ისინგი, რომელიც სამხედრო წვრთნის ნაწილი იყო  და მოხერხებულობას, მხედრული ოსტატობის მაღალ დონეს  და კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა გურულმა ადამიანებმა მრავალჯერ იმოგზაურეს  ევროპასა და ამერიკაში  მათ მონაწილეობა მიიიღს “ buffalo bill’s wild west show “ - ში ბრიტანეთის  დედოფალმა ვიქტორიამ მადლობის წერილიც კი გადასცა  მათ ახასიათებდენ, როგორც მამაც უშიშარ, ყოვლის შემძლე მხედრებს, რომლებსაც გაჭენებული   ცხენის უნაგირზე საოცარი ილეთების შესრულება შეეძლოთ.
   ადგილობრივი სამზარეულო გამოირჩევა დახვეწილობით. გურულებს საოცარი მასპინძლობა ახასიათებთ, ისინი გამოირჩევიან იუმორის მაღალი გრძნობით გონება მახვილური ოხუნჯობებით ართობენ სტუმარს და თან მრავალფეროვანი კერძებით უმასპინძლდებიან. გურიაში განსაკუთრებული კერძებია : საცივი, ღომი, გურული ღვეზელი, ხარჩო, მჭადი, ლობიო, ფხალი,ხაჭაპური.  ამ კერძების მთავარი ინგრედიენტებია: ყველი, მწვანილი, ბოსტნეული, თევზი, ფრინველი საოქნლის და ღორის ხორცი, ნანადირევი, თაფლი, ხილი, ჩირი, მურაბა და სხვა.
  ღირსშესანიშნაობებია: ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი, ასკანის ციხე, ლიხაურის ეკლესია, აჭის ეკლესია, გურიელების სასახლე, ჩოხატაურის მხარეთ მცოდნეობის მუზეუმი, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი, უდაბნოს მონასტერი, შემოქმედის სამომნასტრო კომპლექსი.
     კურორტები   _   ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი, ბახმაროს ბანლეოკლიმატური და ნაბეღლავის ბალნეოლოგიური კურორტი.

მუნიციპალიტეტი
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
this page is currently under construction
this page is currently under construction