სატესტო რეჟიმი
გორის ციხე

გორის ციხე

გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ იქ ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, რომლის გარშემოც მოსახლეობა ყოფილა. "გორის ციხედ" წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება და მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ აღდგა.