სატესტო რეჟიმი
გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი დაარსებულია საქართველოს მეფის, დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და ძლევამოსილი მხედართმთავრის დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წელს. მდებარეობს ქ.ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე. მდინარე წყალწითელას ხეობაში. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. აქვეა განთავსებული დიდებული მეფის დავით აღმაშენებლის საფლავიც.