სატესტო რეჟიმი
კოჯრის ციხე

კოჯრის ციხე

კოჯრის ციხე მდებარეობს საქართველოში,  თვითმართველ ქალაქ თბილისში, მისგან 18 კმ–ის მოშორებით მდებარე დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე. კოჯრის ციხეში გარდაიცვალა თამარ მეფე.
შამქორის ომის წინ კოჯრის ციხეს სტუმრობდა შირვან შაჰი. 1921 წელს რუსეთის XI არმიასთან, შეუპოვარი ბრძოლის მერე, აქ დაიღუპა ქართველი იუნკერთა უმეტესობა. დღემდე არსებობს კოჯრის ციხის სახელების წარმოშობის შემდეგი ვერსიები: კოჯორს, ადრე, “კოჟორი” ერქვა. სახელწოდება “კოჟორი” რუსული ტრანსკრიპციით დამკვიდრდა ჩვენში 1800 წლიდან.