სატესტო რეჟიმი
აჭარა

აჭარა

აჭარა

აჭარა საქართველოს ზღვის პირეთის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. მისი დასავლეთი შავ ზღვას ემიჯნება, აღმოსავლეთი კი არსიანის ქედს,  სამხრეთ საზღვარი ემთხვევა თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მიჰყვება შავშეთის ქედს ჩრდილოეთით მას ესაზღვრება აჭარა მესხეთის ქედი.
  აჭარის ფართობია 2904კმ2, რაც საქართველოს ტერიტორიის 42% შეადგენს, მისი მოსახლეობის რაოდენობა კი 376 ათასი კაცია, აჭარის დედაქალაქია ბათუმი.

 სამი მხრიდან ქედებით და ერთ მხარეს ზღვით შემოფარგლული კუთხე, როგორს გეოგრაფიული რელიეფის, ასევე ჰავის მხრივს ძალზე საინტერესოა  ზვისა და მთის თავისებურობების შერწყმა საოცარ კლიმატს ქმნის. აჭარის ზღვის სანაპირო ხასიათდება ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით, მთიანი აჭარა _ შედარებით ნაკლებტენიანი მთის კლიმატით. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 3000მმ-ს უტოლდება, მთა მტირალაზე კი 4500მმ-ს აღწევს. ჰაერის სინოტივე 80%-ია, საშუალოდ წელიწადში 100-150 დღე წვიმს. აჭარის კლიმატური პირობების უნიკალურობაა ის, რომ თოვლიანი მთების შემდგომ, იქვე სიმწვანით გაჯერებულ და აყვავილებულ ბუნებაში მოხვდებით.
  მთიან და ზღვისპირა ზონებად აჭარას, ქობულეთ-ჩაქვის ქედი ყოფს. აჭარის უმაღლესი მწვერვალი ყანლის მთა ზღვის დონიდან 3007მ-ზე, არსიანი ქედის ნაწილიაა. ამავე ქედზე გადადის თვალწარმტაცი ხედებით განთქმული გოდერძის უღელტეხილი.
  აჭარის ყველა მდინარე შავი ზღვის აუზისაა: ჭოროხი, აჭარის წყალი, კინტრიში, ჩოლოქი, ყოროლისწყალი, მაჭახელა...


აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალი მთის ცხოვრების წესმა და ხანგრძლივმა ზამთარმა რადგან საკვები პროდუქტები დიდი ხნით შენახვას საჭიროებდა, ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს რძის პროდუქტი  ასევე ბოსტნეული და თევზი. აჭარის კულინარიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას.

  •  აჭარული დაწნული ყველი - ყველის მრავალი სახეობიდან ერთ-ერთია
  •  კაიმაღი- რძის ნაღებისგან მზადდება. მიირთმევენ ყველთან და მჭადთან ერთად. 
  •  ბორანო -  ძირითადი ინგრედიენტებია  ერბო და აჭარული ყველი ასევე ჯვერცხი და სიმინდის ფქვილი.
  •  იახნი -  საქონლის მკერდის ნაჭრებისაგან და ბევრი სხვადასხვა სანელებლების დამატებით ამზადებენ.
  •  სინორი - საფუარის გარეშე გამომცხვარი ცომის ფირფიტების ნადუღის და ერბოს შერევით მიღებული კერძია.
  •  ყურეთი - ნადუღის, რძის და მჭადის ფხვილისგან მიღებული მრვალი ბურთებია, რომელსაც აშრობენ და ერთი თვის შემდეგ შემწვარს მიირთმევენ.
  •  ბაქლავა - დესერტების შორის ერთ0ერთი გამორჩეული და რთულად მოსამზადებელი ტკბილეულია. დაახლოებით 60  სიფრიფანა ცომის  წვრილად დაფქვილ თხილს ან ნიგზვზის , ერბოს და სიროფისგან მზადდება.
  • ჰასუთა - დესერტი ერბოს, მჭადის ფხვილის წყლის და შაქრისგან მზადდება.
  • ხავიწი - კაიმაღით და მჭადის ფქვილითააა დამზადებული შეიძლება შაქრითაც .
  • აჩმა - ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობაა. ცომის მოხარშული თხელი ფენების ჩამდნარი ყველისა და კარაქისგან მზადდება.
  • აჭარული ხაჭაპური - ნავისებური ფორმის ხაჭაპური შუაგულში კვერცხს ახლიან . კვერცხის გული ჩამვალი მზის განსახიერებაა  მზე  და ზღვის ასეთი ორიგინალური კავშირი კულინარიაში ჯერ არავის შეუქმნია.

 

მუნიციპალიტეტი
  • თვითმმართველი ქალაქი ბათუმი
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
  • ქედის მუნიციპალიტეტი
  • შუახევის მუნიციპალიტეტი
  • ხულოს მუნიციპალიტეტი
აუცილებლად დააგემოვნეთ
this page is currently under construction
this page is currently under construction