სატესტო რეჟიმი
აბანოთუბანი
აბანოთუბანი
აბანოთუბანი
აბანოთუბანი
აბანოთუბანი

აბანოთუბანი

აბანოთუბანი - აბანოების უბანი, საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს ახლანდელი ძველი თბილისის რაიონში მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებს აბანოების უბანი თბილისის უძველესი ნაწილია. ამ ადგილზე წარმოიშვა, როგორც ჩანს, პირველი დასახელება, აქ დაირწა თბილისის აკვანი. ამ უბანს და მიმდებარე ტერიტორიას საკუთრივ ტფილისს უწოდებდნენ. იგი უშუალოდ ემიჯნებოდა ქალაქის ციხეს - კალას. აბანოების უბანში და მის მიმდებარე სეიდაბადში (დასახელება გვიანდელია) შუა საუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ „ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსნი... აქ დაასხა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს“. და შემდეგ „არიან მსახლობელნი ციხეს და სეიდაბადს სპარსნი მაჰმადიანნი“.