სატესტო რეჟიმი
აფხაზეთი

აფხაზეთი

აფხაზეთი

 აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა,მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის მოქცეულ აფხაზეთს ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთავარი წყალგამოყოფი ქედი რუსეთის ფედერაციისგან ( კრასნოდარი მხარე და ყარაჩაი- ჩერქეზეთი)  გამოყოფს, მის აღმოსავლეთით სვანეთ აფხაზეთის ქედია და სახრეთ-აღმოსავლეთით ზუგდიდის რაიონი, აფხაზეთის სამხრეთი და სამხრეთ დასავლეთი საზღვარი შვი ზღვაა. აფხაზეთს უკავია 8.7 ათასი კვკ.კმ. რაც საქართველოს ტერიტორიის 12 % ს შეადგენს, აქ ცხოვრობს 100-120 ათასი კაცი. აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციიის შეიარაღებული ძალების მიერ.

 გამორჩეულია აფხაზეთის ბუნება , განსაკუთრებული სანხავია ზღვას მიბჯენილი აფხაზეთის კავკასიონი. ფსოუსა და საკენის სათავეთა შორის მოქცეული კავკასიონის მთავარი ქედი, სამხრეთისკენ გაგრის, ბზიფის, ჩხალთისა და კოდორის ქედებად განშტოვდება, აფხაზეთისუ მაღლესი მწვერვალია დომბაიულგენი  40046 მ. მაღალი ქედების თხემთა სიახლოვეს ერთმანეთს ენაცვლება მყინვარული ცირკები თუ ხეობები, მყინვარული ტბები, მთათა ძირას კი გაშლილია აფხაზეთის ზღვის პირა ბარი ერთმანეთს მიყოლებული კურორტების მძივით.
 აფხაზეთის ჰავა  ნოტიო სუბტროპიკულია. ზღვის პირა ზონაში იცი თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული ნალექების რაოდენობაა 1700მმ წელიწადში. ზღვის დონიდან მაღალ ზოლში ნოტიო ჰავაა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით აქ უხვად მოდის ნალექი1800-2000მმ წელიწადში ზღვის დონიდან 2000მეტრზე ნოტიო ჰავაა  ცივი ზამთრითა და ხანმოკლე ზაფხულით , უფრო ზემოთ კი ნამდვილი ზაფხული არც არასდროს დგება  მარადიული თოვლის ზონაში ნალექები უხვად მოდის 2500-2800მმ.  აფხაზეთის რეგიონში შესანიშნავი პირობებია ტურისტული და სასოფლო სამეორნეო ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ, გაჭიანურებულმა კონფლიქტმა თითქმის სრულად გაანდგურა იმფრასტრუქტურა    სამზარეულო მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზების ყოველდღიური საჭმელია აბისტა - სიმინდის ფქვილის ფაფა რომელსაც ლობიოსთან ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია : აშვჩაპანი- გადაზელილი ყველი, არიცვმგელი - ნიგვზიანი მჭადი, აყრდცა- ლობიოს შეჭამანდი და სხვ.

მუნიციპალიტეტი
    აუცილებლად დააგემოვნეთ
    this page is currently under construction
    this page is currently under construction